სასარგებლო ინფორმაცია

საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად საჭირო არის წარმოდგენილ იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
პასპორტი – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი შტამპით, საქართველოს ვიზით;
ბანკის ამონაწერი – საქართველოს ტერიტორიაზე გახსილი ნებისმიერი საბანკო ანგარიშის;
საქართველოს ტერიტორიაზე ბიზნესის ან უძრავი ქონების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ კონსულტაცია გაიაროთ კომპანიის სპეციალისტებთან info@ilcg.ge
კომპანია უზრუნველყოფს კლიენტის სრულ იურიდიულ მომსახურებას საბოლოო შედეგის მიღებამდე.
ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე, უმოკლეს დროში, არეგისტრირებს ნებისმიერი სახის იურიდიულ პირებს, ასევე ახორციელებს ბიზნესის დაგეგმავასა და გასცემს კონსულტაციებს საქართველოში არსებული უძრავი ქონების შეძენის თაობაზე.
ყველა მოლაპარაკება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.