ჩვენ შესახებ

ართილაყვა და პარტნიორები –”ILCG”
საერთაშორისო საადვოკატო – საკონსულტაციო ჯგუფი ართილაყვა და პარტნიორები –“ILCG” დაფუძნებულია უცხოური ინვესტიციების საფუძველზე და წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთ წამყვან იურიდიულ კომპანიას.
იმისთვის, რომ დავეხმაროთ ჩევნს კლიენტებს ბიზნესის კეთებაში და დავიცვათ მათი ინტერესები, ჩვენ შევქმენით პროფესიონალების ჯგუფი, რომლებიც კლიენტებს უწევენ მაღალი ხარისხის მომსახურეობას. ჩვენი კომპანისს თანამშრომლები არიან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის, ასევე სხვა უცხოური უმაღლესის სასწავლო დაწესებულებების კურსდამთავრებულები..
ჩვენს მიერ მიღებული განათლება საშუალებას გვაძლევს ორიენტირებულნი ვიყოთ, როგორც საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაზე, ასევე უცხოურ სამართლებრივ სისტემებსა და საერთაშორისო კერძო სამართალზე.
“ILCG” –ის სპეციალისტები ფლობენ რამდენიმე უცხოურ ენას, რაც საშუალებას გვაძლევს წარმატებულად მოვემსახუროთ უცოელ კლიენტებს.
ჩვენი მიზანია- შევთავაზოთ ჩვენს კლიენტებს იურიდიული, ფინანსური და სხვა სახის მომსახურების ფართო სპექტრი, რაც წარმატების მომტანი იქნება მათი ბიზნესისთვის.
ჩვენ ახალგაზრდული სულისკვეთებით, მიზანდასახულობითა და შრომისმოყვარეობით მზად ვართ გამოვიყენოთ მთელი ჩვენი პროფესიონალური პოტენციალი კლიენტების დასახმარებლად. Gარდა პრაქტიკული საქმიანობისა “ILCG” –ის იურისტები დიდ დროსა და ყურადღებას აქცევენ მეცნიერულ მოღვაწეობას, კერძოდ სტატიების პუბლიკაციებით სხვადასხვა პერიოდული გამოცემებში, ასევე ამზადებენ საასწავლო პროგრამებს სამოქალაქო სამართლის დარგებში. ჩვენი საიტის შესაბამის განყოფილებაში შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ ჩვენი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.

როგორ ვამყარებთ ურთიერთობებს კლიენთებთან.
პირველ კონსულტაციაზე მიზნად ვისახავთ სრულყოფილად გამოვავლინოთ კლიენტის ბიზნესში წამოჭრილი პრობლემების სახეები და ვთავაზობთ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს, გამოსწორების სხვადასხვა ვარიანტებს. “ILCG” –ის იურისტების მაღალი პროფესიული დონე საშუალებას იძლევა მოკლე ვადაში გამოავლინოს ის სუსტი ადგილები, რომლის არსებობასაც კლიენტები არც კი ვარაუდობენ. მრავალი “უბრალო კითხვა” შეიძლება წარმოადგენდეს პრობლემების მთელ კომპლექსს, რომელთა გადაწყვეტაშიც საჭიროა დროული რეაგირება. თუ თავიდანვე ყველაფერი გაკეთებულია იურიდიულად სწორედ, კორექტულად, მაშინ თქვენ არ შეგექმნებათ სიტუაციები როცა:
1) თვქენს მიერ დაფუძნებულ კომპანიას არ შეუძლია მიიღოს აუცილებელი ლიცენზია, რადგან წესდება არასრულყოფილია.
2) სადამფუძნებლო დოკუმენტებში არ არის საჭირო ფორმულირებები, რის გამოც თვენს საწესდებო კაპიტალში ვერ შეიტანება თქვენთვის აუცილებელი დანადგარები (არაფულადი შენატანები).
3) დიდ სირთულეს წარმოადგენს თქვენი კომპანიის გაყიდვა, რადგან არჩეული იყო შეუსაბამოო ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმა.
4) და უამრავი სხვა.

შეძენილი პრაქტიკული გამოცდილება საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ ამოცანების ამოსახსნელად რეალური მექანიზმები, რომელიც დაკავშირებულია თქვენი ბიზნესის ახალი მიმართულებების განვითარებასთან, ასევე უკვე არსებულის გარდაქმნასთან.
სწორედ მომსახურეობის გაწევის მაღალი ხარისხით და კლიენტების პრობლემებთან ინდივიდუალური მიდგომით გამოირჩევა ჩვენი ფირმა სხვა ფირმებისგან: ეს გვაძლევს საშუალებას შევთავაზოთ ჩვენს კლიენტებს არასტანდარტული სიტუაციების ამოცანების ამოხსნას. ჩვენ ვთვლით, რომ კვალიფიციური იურიდიული მომსახურება საჭიროა არა მხოლოდ ბიზნესის დაწყებით სტადიაზე ან როცა ბიზნესს უკვე პრობლემები გააჩნია, არამედ “ნორმალური” საქმიანობის პერიოდში.
აღნიშნულ შემთხვევაში ჩვენ გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას:
“კომპლექსური იურიდიული მომსახურება”, ეს შეიძლება ხელსაყრელი იყოს იმ კომპანიებისთვისაც ვისთანაც შტატში სულ არ არიან იურისტები, ასევე პატარა კომპანიებისთვისაც, ან სხვა შემთხვევებში.
კლიენტის სურვილისამებრ იურიდიული ფირმას “ILCG” –ის შეუძლია ორგანიზება გაუწიოს აუქციონერთა კრების მოწვევას, თქვენთვის სასურველ ფორმაში, დაწყებული მეთოდური რეკომენდაციებით, დამთავრებული მთლიანი ტექნიკური ორგანიზაციით, სადაც შედის კრების მოწვევა, ხმების დათვლა, პროტოკოლის შევსება და ა.შ.
ჩვენ არ ვაპირებთ გავჩერდეთ მიღწეულზე, სწორედ ამიტომ ყოველთვის ვზრდით ჩვენ პროფესიონალურ დონეს და ვნერგავთ ახალ ტექნოლოგიას კლიენტის მომსახურებისთვის. ჩვენი მხრივ ახალი შეთავაზებების განხორციელება უშუალოდ დამოკიდებულია თქვენს წარმატებულ ბიზნესზე.

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ!